პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ოცნებას ოპოზიციის ხმები დასჭირდება - თამარ ჩუგოშვილი 

30 ივნისი 2019, 16:22 971 ნახვა

''ქართული ოცნების'' დეპუტატი და ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ უმრავლესობა მზად არის, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე ოპოზიციას ესაუბროს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ოპოზიციის ხმები დასჭირდებათ. 

„არა, ამის გარანტია არ მაქვს, არც ერთ შემთხვევაში.  რომც დაუჭიროს ყველა წევრმა, უმრავლესობას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, „ქართული ოცნება“ მარტო ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ გაიტანს და ამისთვის მას დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები. ანუ ეს არის ძალიან მარტივი მათემატიკა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 113- ზე მეტი ხმა, „ქართულ ოცნებას“ კი ამ ეტაპზე აქვს 106 ხმა. შესაბამისად, უბრალოდ არ იქნება. ყველამ რომც დაუჭიროს მხარი, მაინც არ გვეყოფა ხმები და მაინც დაგვჭირდება პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კანონპროექტისთვის ხმის მიცემა.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, არ გამოვრიცხავ , რომ რამდენიმე მათგანისთვის მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა. თქვენ იცით, რომ არსებობენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებისთვისაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის საჭირო, სწორი და მიაჩნიათ, რომ ის არის ქვეყნისთვის აუცილებელი. შესაბამისად, ვერავინ აიძულებს ადამიანს, რომ თავისი სურვილის წინააღმდეგ ხმა მისცეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში