საქართველოს საპატრიარქო: ისტორიული ფაქტების დამახინჯება კონფლიქტებს აღრმავებს

12 ივლისი 2019, 21:39 1218 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ვლადიმერ პუტინის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებას დრეს გამოეხმაურა.  საპატრიარქოს შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ქართველ ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.“ისტორიული ფაქტების ამგვარი დამახინჯება არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქოს მიაჩნია, რომ პუტინის განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული მოქალაქისთვის. საპატრიარქო მიუთითებს რომ საჭიროა სწრაფი რეაგირება, უნდა შეირჩეს კვალიფიციური ნაშრომები და ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე. საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი. შეგახსენებთ პუტინის მიერ მონათხრობი ისტორია, რომელმაც საქართველელოს გენოციდსა და ოკუპანტობაში დაადანაშაულა უკვე შეფასდა ისტორიის დამახინჯებად და არასწორ ინტერპრეტაციად

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში