პაატა სალიასთან შეხვედრაზე ქიბარი არ დაგვიპატიჟებია - დავით დვალი 

26 ივლისი 2019, 14:27 1477 ნახვა

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე უახლოეს დღეებში ქიბარ ხალვაშს შეხვდებიან. 

დავით დვალი ამბობს, რომ ტელეკომპანია რუსტავი 2-ის დირექტორს გუშინ ესაუბრა.

„პირველი ნაბიჯი გადაიდგა. გუშინ საღამოს პაატა სალიას შევხვდით. ქიბარი არ დაგვიპატიჟებია. უბრალოდ, რაღაც ინფორმაცია გავცვალეთ და ითქვა, რომ ალბათ უახლოეს დღეებში ქიბარ ხალვაშთან შეხვედრა შედგება“, – განაცხადა დავით დვალმა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მისივე თქმით, ხალვაშთან შეხვედრაზე გაირკვევა, ძალაშია თუ არა 50%-იანი წილის შეთავაზება.

„პაატა სალიას ეს ინფორმაცია არ გააჩნია. შესაბამისად, იმ შეხვედრაზე გაირკვევა, რა არის ძალაში და რა არა. სალიამ გაგვაცნო ტელევიზიაში რა მდგომარეობაა, სხვა არაფერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მომავალი შეხვედრისთვის ემზადება“, – განაცხადა დავით დვალმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში