მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს 

01 აგვისტო 2019, 11:13 2395 ნახვა

აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შველი გაუშვეს.

''თხილნარში მონადირე ძაღლები დაედევნენ შველს და სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ადგილობრივები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს დაუკავშირდნენ და შემდეგ აქ მოიყვანეს. გავუშვით დაცულ ტერიტორიაზე. წელს მსგავსი შემთხვევა პირველი იყო, თუმცა გასულ წელს  ეროვნულ პარკში სამი შველი გავუშვით'' - ამბობს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი ქურიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე