შესვენების შემდეგ ''დინამო'' ბათუმმა პირველი მატჩი ფრედ დაასრულა

05 აგვისტო 2019, 11:00 2618 ნახვა

ერთთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი განახლდა. 22-ე ტურში  ,,დინამო’’ ბათუმმა  გორის ,,დილა’’-ს უმასპინძლა.  დაძაბული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა .

22 ტურის შემდეგ ,,დინამო’’ ბათუმს 40  ქულა აქვს და 2 ადგილს  იკავებს.  შავიშღვისპირელები ჩემპიონატის ლიდერს თბილისის ,,დინამოს’’ 4 ქულით ჩამორჩებიან.

 გია გეგუჩაძის შეგირდები შემდეგ შეხვედრას 10 აგვისტოს თბილისსში , გათამაშების აუტსაიდერთან ,,ვიტ ჯორჯიასთან’’ გამართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში