ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მასთან გარიგებას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი ცდილობდა

20 აგვისტო 2019, 16:15 2800 ნახვა

რუსთავი2 საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე მისი გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში პირველ კომენტარს აკეთებს.  მელაძე ამბობს, რომ მასთან ბიძინა ივანიშვილი და ქიბარ ხალვაში მასთან არაფორმალურად გარიგებას ცდილობდნენ, თუმცამან უარი თქვა. 

"დღეს პაატა სალიამ დამიძახა და ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მითხრა, რომ გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. ეს იყო ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება... 

ორი კვირის წინ, ჩემთან ქონდათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს, რომელიც იყო პირდაპირ კავშირზე. მისი პოზიცია იყო, რომ არ უნდათ რუსთავი2-სგან იმედის გაკეთება და კრიტიკის რაღაც დოზა კურიერში დარჩებოდა, მე თანამდებობაზე არ შემეხებონენ და გავაგრძელებდი მუშაობის გაგრძელებას, უბრალოდ მათთვის საკომუნიკაციო არც უნდა მიმეცა. ეს არ იქნებოდა კოკა ყანდიაშვილი და არც ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც დღეს სახელისუფლებო მედიას მართავს, იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ჩემთან ექნებოდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია.  კონკრეტული თემები, ამ ადამიანთან კონსულტაციების შედეგად უნდ დამეგეგმა. რუსთავი2 საინფორმაციო სამსახურის უფროსი გეგმავს არხის ყველა გამოშვებას და მიუწვდება ხელი ყველა სიუჟეტზე, ამიტომ მათთვის იქნებოდა ძალიან მარტივი, მე რომ დავთანხმებოდი. დაარქმევდნენ ყველაფერს, რომ მე ვარ ისევ საინფორმაციოს ხელმძღვანელი და არ შეიცვლებოდა საინფორმაციო პოლიტიკა, თუმცა ჩამოიწეოდა როგორც ტავად თქვეს ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი" - განაცხადა ნოდარ მელაძემ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში.  

ნოდარ მელაძე ინფორმაციით,  შუამავლებმა უთხრეს, რომ  ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცების და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, იმიტომ, რომ ის თავად ებრძვის ბიუჯეტის ქურდებს. თუმცა იყო რაღაც თემები, რომლებსაც ისინი არ უნდა გაკარებოდნენ.  "რა თქმა უნდა,  მე ამ წინადადებაზე ვთქვი არა და ამის შემდეგ უკვე დაიწყო ქიბარ ხალვაშის მხრიდან ზეწოლის მცდელობა" - თქვა მელაძემ.

დღეს, 20 აგვისტოს, რუსთავი2 ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. ასევე, ტოქ-შოუს წამყვანები ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი. რუსთავი2 დატოვებენ ასევე გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი. 

განცხადება ამის თაობაზე პაატა სალიამ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. კურიერის ჟურნალისტებს კი სარედაქციო დამოუკიდებლობას დაპირდა და დარჩენა შესთავაზა.  

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში