ბატონო გახარია, თქვენ ძალიან მოკლევადიანი პრემიერ-მინისტრი იქნებით, არ მოვუსმენთ დამნაშავეს - ოპოზიცია /ვიდეო/

06 სექტემბერი 2019, 13:14 1554 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა სხდომის შეწყვეტა მოითხოვეს და დარბაზი დატოვეს.  მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ მათ კითხვებზე არ უპასუხა და თქვა, რომ დაასრულებდა ნაციონალურ მოძრაობას 2020 წელს. 

"რადგან არანაირი პასუხი არც ერთ შეკითხვაზე არ არსებობს, არ უშვებენ როგორც ჩანს სხდომათა დარბაზში მოქალაქეებს. მათ შორის ბატონი გახარიას მიერ თვალებდათხრილ მოქალაქეს, მე არ მიმაჩნია სწორად, რომ მოვუსმინოთ დღეს ამ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მოგვმართავს. ვითხოვ შევწყვიტოთ სხდომა და გარეთ მყოფ მოქალაქეებს შევუერთდეთ.

ბატონო გახარია, თქვენ ძალიან მოკლევადიანი პრემიერ-მინისტრობის ვადის გატარება მოგიწევთ ძალიან ძლიერი დაცვის ქვეშ და ვერც ერთ მოქალაქეს ვერასდროს ვერ დაელაპარაკებით თავისუფლად. იმიტომ, რომ აი ამ რეჟიმში გიწევთ საკუთარი საქმიანობის დაწყება. კარებ ჩაკეტილ პარლამენტში. მოვითხოვ სხდომის შეწყვეტას.- მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას." - განაცხადა სალომე სამარდაშვილმა. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში