ოკუპანტებმა ჩორჩანასა და წნელისთან საგუშაგო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსეს - სუსი

06 სექტემბერი 2019, 16:50 1711 ნახვა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს ​უთხრა, რომ საგუშაგოებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არ არის. 

მისივე განცხადებით, ჩორჩანასა და წნელისის მიმდებარედ, დე ფაქტო "სამხრეთ ოსეთის" მიერ განთავსებული საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

„შეხვედრის შესაბამის მონაწილეებს გავაცანით და ავუხსენით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და ასევე ის გარანტიები, რაც შეიძლება ჩვენ გავცეთ. გარანტიებში იგულისხმება, რომ აღნიშნული სტანდარტული საგუშაგო არის საპოლიციო საგუშაგო, რომელიც დაკომპლექტებულია სტანდარტული საპოლიციო პირადი შემადგენლობით და შეიარაღებით, განსხვავებით იმ სრულიად არაპროპორციული მოქმედებებისა, რასაც ადგილი აქვს მდინარე ლოპანის წყლის მოპირდაპირე ნაპირზე. ასევე, დიდხანს ვისაუბრეთ იმაზე და შევეცადეთ დაგვერწმუნებინა შეხვედრის მონაწილეები, რომ უსაფრთხოების გაჯანსაღება არანაირად არ შეიძლება იყოს დამაზიანებელი ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ვითომდაც არსებული შიში არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში