„მე თქვენ დაგასრულებთ“ , „რეგიონი უნდა გავწმინდოთ ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისგან“ -  გახარიას და რიჟავძის  მუქარა ოპონენტებს 

06 სექტემბერი 2019, 21:45 1265 ნახვა

სანამ გიორგი გახარია გაახმოვანებდა ცენტრალური მთავრობის მთავარ მიზანს, მანამდე თორნიკე რიჟვაძემ გაახმოვანა ადგილობრივი ხელისუფლების გეგმა - გეგმა იდენტურია, ეს თორნიკე რიჟვაძის სიტყვებით რეგიონის „ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისგან გაწმენდაა“. ოპოზიციური პარტიები ამ ფრაზაში ერთპარტიულობისკენ მიმართულ მიზანს ხედავენ.

ფიქრობენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს რეგიონის წინაშე არსებული ამოცანები არასწორად ესმის, ამიტომ ურჩევენ, თუ გაწმენდა სურს თავისი პარტიით დაიწყოს, ამასთან  გამოწვევების დაძლევაზე იზრუნოს. 

ოპონენტებისგან განსხვავებით რიჟვაძის განცხადება მოსწონთ მის თანაგუნდელებს. უფრო მეტიც, ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია მსგავსი განცხადებები გააკეთოს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში