 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ქობულეთის მერია, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ "ვოლგას" ნომრით BSO-535, იგივე გაზ-24-ს ყიდდა, თუმცა მისი ყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს. მუნიციპალიტეტი, თეთრი ფერის 24-ს 600 ლარად აფასებდა, თითო ბიჯი კი 50 ლარი იყო.
ფოტოები, რომელიც აუქციონზე გამოტანილ მანქანას ჰქონდა, შავ-თეთრია. აღწერაში მუნიციპალიტეტს არ უწერია, თუმცა ფოტოებიდან ჩანს, რომ ავტომობილი დაზიანებულია.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            