საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან სამუშაოები დღეს არ გაუახლებიათ

20 ოქტომბერი 2019, 18:10 1215 ნახვა
00:00
00:00

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან სამუშაოები დღეს არ გაუახლებიათ, თუმცა ტერიტორიაზე პატრულირებენ. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, ქართველი სამართალდამცველების კორდონია.

ე.წ საზღვართან დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცვნენ. მოსახლეობა ამბობს,რომ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება საკმაოდ რთულია, თუმცა იმის საფრთხეს ვერ ხედავენ, რომ სოფლიდან სადმე წასვლაზე იფიქრონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი