თქვენ სულ ინტრიგას ეძებთ, არაერთხელ დაგიშვიათ შეცდომა - მუხრან ვახტანგაძე აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს

22 ნოემბერი 2019, 15:02 2355 ნახვა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბათუმის მაჟორიტარი პარლამენტში, მუხრან ვახტანგაძე აჭარის ტელევიზიას ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მაუწყებელს ოპოზიციაში ჰყავს რჩეულები. 

ჟურნალისტი: რას მოყვა დაპირისპირება?

დეპუტატი:  დაპირისპირება გიკვირთ 21 საუკუნეში? აი თქვენი რჩეულები რომ არიან, ჯელალედინები და აი ის ვიღაცეები, შეგიძლიათ იმათ მოკითხოთ.

ჟურნალისტი:  ჩვენი რჩეული რატომ არის?

დეპუტატი: ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ასეთ ადამიანებს, თქვენ ხომ სულ ინტრიგებს ეძებთ...​

ჟურნალისტი: კრიტიკა ინტრიგაა ბატონო მუხრან? 

დეპუტატი:  კრიტიკაც მოსულა და მწვავე კრიტიკაც, მაგრამ თქვენ არაერთხელ დაგიშვიათ შეცდომები, აი არაერთხელ ცილი დაგიწამებიათ ღირსეულ ადამიანებზე. მე ამის დამადასტურებელი ფაქტები მაქვს. ჰოდა კეთილი ინებეთ... მე გეტყვით ერთ რამეს, აქ არის ბევრი ღირსეული ადამიანი, სპორტსმენები არიან შეკრებილები, რომლებსაც არა ერთხელ უსახელებიათ ჩვენი ქვეყანა, არა ერთხელ ჩვენი ქვეყნის ნაწილი არა ერთხელ უსახელებიათ და აღუმართავთ ქართული დროშა და ჰიმნი აუჟღერებიათ...  'სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რაც მოგადგებათ პირზე ის ილაპარაკოთ რა, აქ არიან ადამიანები, ვისთვისაც ღირსება ყველა კანონზე მაღლა დგას და ღმერთი არ გაუწყრეს არავის, არ ვიმუქრები, ვპირდები ყველას

ინტერვიუ  მუხრან ვახტანგაძესთან, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ბათუმის მერიასთან ჩაწერა, სადაც მოსალოდნელი ე.წ. "დაბოქლომების" აქციის გამო პოლიცია იყო მობილიზებული. პოლიციასთან ერთად იყვნენ მუხრან ვხატანგაძე და სპორტსმენები, რომელიც დეპუტატის თქმით, იმიტომ მივიდნენ მერიასთან, რომ არ დაეშვათ არეულობა ქალაქში

დეპუტატი ასევე თქვა, რომ ყველა ვინც შეურაცხყოფს სპორტსმენს სავალალო შედეგს მიიღებს - "არ ვემუქრები არავის, გპირდებით...სპორტსმენის შეურაცხყოფა სავალალო შედეგებით დასრულდება"...

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი