 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და ვერაფერი გაიგეს, ეს ერთ ერთი ვეროპარლამენეტარის კომენტარია ქართულ დელეგაციაზე, არ იყო საკმარისი სურვილი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის — ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარე საუბრობს ქართულ დელეგაციაზე.
მარინა კალიურანდი ერთობლივი რეზოლუციის ჩავარდნით იმედგაცრუებულია. "ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობებს და მათ სერიოზულად აღვიქვამთ," – "ეს არაა სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ესაა სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის" ასე ეხმაურებიან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რეზოლუციის ჩავარდნას "ტვიტერზე" ევროპარლამენტარები.
საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა ლიეტუველმა დეპუტატმაც. რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, მაგრამ არა სასამართლოების ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებას.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            