''თავისუფლება თავისუფალ მედიას '' - სოლიდარობის აქცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან

16 თებერვალი 2020, 12:34 1905 ნახვა

ახალი ამბების გუნდის მხარდასაჭერად აქცია ფეისბუქზე დაანონსდა.  ორგანოზატორები სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები არიან.

მაუწყებლის მხარდასაჭერად იკრიბება  მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმიც". სოლიდარობის აქცია გაიმართება ქუთაისშიც, ხოლო ორშაბათს თბილისში. 

აქციები მას შემდეგ დაანონსდა, რაც აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, ახალი ამბების საინფორმაციოს უფროსს შორენა ღლონტს გათავისუფლება ელის, რადგან მის წინააღმდეგ დისციპლინარული წარმოება დაიწყო, ხოლო მისი მოადგილის შტატის გაუქმების მოთხოვნით, მრჩევლებს  უკვე მიმართა დირექტორმა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში