 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოშია მოთავსებული , ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა. ინფორმაცია როიტერსი ავრცელებს. ორშაბათს სოლანა იმ ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმყოფებოდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის პოსტს ის 1995 წლიდან 1999 წლამდე იკავებდა, 1999-2009 წლებში კი იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. სოლანა 77 წლისაა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            