თუ შემთხვევათა მატება ასე გაგრძელდება პიკამდე მალე მივალთ - მარინა ეზუგბაია

14 აპრილი 2020, 10:58 3523 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 30-ით გაიზარდა და 296-ს მიაღწია. მსგავსი მატება ამ დრომდე ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განმარტებით, თუ შემთხვევათა მატება ასე არ გაგრძელდება მაშინ პიკზე არ ვილაპარაკებთ.

"იყო ასეთი შემთხვევა, როცა ერთ დღეს მეტი დაფიქსირდა, მეორე დღეს ნაკლები, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ერთი დღე არ არის კანონზომიერი, რომ შემდეგ დღეებზე გავაგრძელოთ"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

296 პაციენტიდან 84 პაციენტი სწორედ  თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას, მათგან 45 გამოჯანმრთელდა. კოვიდ ცენტრებში 228 პაციენტი რჩება.

"გუშინ დაგვემატა 6 ახალი პაციენტი. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 ახალი პაციენტი, ერთი მოზრდილია და 4 მოზარდია მათი მდგომარეობა ჯერ-ჯერობით დამაკმაყოფილებელია. ერთ შემოგვემატა სხვა კლასტერიდან"- განაცხადა თბილისისი ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა.

296 პაციენტიდან ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში