კორონავირუსის 456 დადასტურებული შემთხვევა

25 აპრილი 2020, 14:54 1186 ნახვა

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის 25-ით გაიზარდა. მიზეზი დიდი რაოდენობით ჩატარებული აგრესიული ტესტირება -ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. ახალი გამოვლენილი შემთხვევებიდან  4 ინფექციურშია მოთავსებული, მათგან სამი ბოლნისის კლასტერიდანაა, ერთის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას კი  დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.კლინიკის დირექტორის თქმით  კიდევ 11 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. აღნიშნულ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი რჩება.  4 ახალი ინფიცირებული გადის მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში