ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ოფისში ანტიკრიზისული გეგმა წარადგინეს

01 მაისი 2020, 11:09 1705 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ოფისში ანტიკრიზისული გეგმა წარადგინეს. ბრიფინგზე გია აბულაძემ ხელისუფლებას მიმართა და ბიუჯეტის მომზადების პროცესში სხვა  პარტიების ჩართულობა მოითხოვა.  

ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით მათ მიერ მომზადებული გეგმა რეგიონის კრიზისიდან გამოყვანაზეა მიმართული. სადაც  სტუდენტებზე დახმარება, უმუშევრად დარჩენილებისთვის დამატებითი დახმარება აჭარის ბიუჯეტიდან  და მოსახლეობისთვის კომუნალური ვაუჩერების გადაცემაა გათვალისწინებული.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ასევე თქვა, რომ აჭარის ტელევიზიით მათ მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გარეშე განიხილეს.

გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ამბობს რომ ბრალდება არამართებულია,  ლაშა ზარგინავა ამბობს,რომ ანტიკრიზისულ გეგმაზე სასაუბროდ გადაცემის მეორე ბლოკში ნაციონალური მოძრაობის აჭარის წარმომადგენლობის ერთ-ერთი ლიდერი მირდატ ქამადაძე იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში