საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სასტუმრო ბიზნესისთვის

12 მაისი 2020, 12:52 2274 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სასტუმრო ბიზნესისთვის. იმისათვის, რომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელება ავიცილოთ, აუციელებელია სასტუმრო სექტორი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

➤ მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

➤ ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

➤ აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

➤ მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს:

➤ 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

დამსაქმებელი ვალდებულია:

➤ სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა;

 

➤ მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას; მიაწოდოს ინფორმაცია პერსონალს უსაფრთხო მუშაობის პროცედურების შესახებ.

 

➤ თუ შესაძლებელია სამუშაოს შესრულება განხორციელდეს დისტანციურად, უზრუნველყავით მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;

 

➤ სტუმრებს ჩამოსვლისთანავე მიაწოდოს ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

 

➤ უზრუნველყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პოსტერების მიწოდება და განთავსება სასტუმროს თვალსაჩინო ადგილებში;

 

➤ თუ სასტუმროს რომელიმე სტუმარს გამოუვლინდა აღნიშნული სიმპტომები უზრუნველყოს მისი იზოლირება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ კომპეტენტურ ორგანოებს.

 

➤ განათავსეოს თვალსაჩინო ადგილას ხელის ჰიგიენის წესები; დარწმუნდეს, რომ პერსონალსა და სტუმრებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან;

 

➤ გამოყენებული ჰიგიენური საშუალებები განათავსეოს დახურულ კონტეინერებში და უზრუნველყოს მათი დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ; რეგისტრატორის მაგიდასთან დამატებით, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე ტიპის დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი.

 

 

დასაქმებულთა ვალდებულებები ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას. შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

➤ დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე. სადეზინფექციო საშუალებების გამოიყენებით დაასუფთავეთ სამუშაო ზედაპირები, თუ ხელსაწყოები;

 

➤ საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალეთ;

 

➤ მოერიდოთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას, ჩახუტებას და სხვა);

 

➤ დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა);

 

➤ დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი და შემდეგ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი გადააგდეთ ურნაში;

 

➤ გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების საპნით დაბანას და გაშრობას;

 

➤ თავი აარიდეთ კონტაქტს იმ სტუმრებთან, რომლებიც შეუძლოდ გრძნობენ თავს და თუ ეს მოხდება უნდა მოითხოვონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება;

 

➤ მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას.

ვინაიდან სასტუმროში ვიზიტორებს პირველადი კონტაქტი აქვთ დაცვის თანამშრომელებთან და რეგისტრატორებთან, რეკომენდირებულია თითოეული მათგანი აღიჭურვოს ქირურგიული ნიღბითა და ხელთათმანით, ასევე რეგისტრატორის მაგიდასთან დამატებით დამონტაჟდეს დროებით გამჭვირვალე ტიპის ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი.

დასუფთავებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა თავი უნდა აარიდოს მჭიდრო კონტაქტს სტუმრებთან. მათ უნდა ეკეთოთ ხელთათმანები დალაგების დროს და ხელთათმანების გაკეთებამდე და მოხსნის შემდეგ გამოიყენონ სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება. უსაფრთხოების დამატებითი ზომის სახით, დასუფთავებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა შეიძლება ატაროს სპეციალური ნიღაბი ოთახის დალაგების დროს. ოთახში შესვლამდე, დასუფთავების თანამშრომელმა უნდა ჰკითხოს სტუმარს, თუ როგორ გრძნობს თავს და სთხოვოს, მას გაიკეთოს ნიღაბი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში