სოფელ კოხნარში, სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დაზიანდა

23 მაისი 2020, 12:29 238 ნახვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დაზიანდა. დაზიანებულია შენობაში არსებული ბანკომატი,  ჩამსხვრეულია მინები.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში