შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად

23 მაისი 2020, 15:01 1698 ნახვა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა. ქვეყანაში მოიხსნა გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ამასთანავე, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, რჩება რამდენიმე რეგულაცია.

ქვეყანაში ისევ შეზღუდულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება, ამასთან ტაქსის მძღოლებს არ აქვთ უფლება 2-ზე მეტი მგზავრის გადაყვანის.  შეზღუდულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, ამასთან იკრძალება სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ჩატარება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში