კახა კალაძე საარჩევნო სიასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე

23 მაისი 2020, 18:19 1380 ნახვა

უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების” საარჩევნო  სიაში და ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი-განაცხადა ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა. კახა კალაძის განცხადებით,  პარტია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. მან კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რომლითაც კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელებენ.

რაც შეეხება  საკონსტიტუციო ცვლილებს თქვა, რომ  აუცილებლად განხორციელდება, რადგან მას პარლამენტში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ამასთან აღნიშნა, რომ თუ საარჩევნო სისტემის ცვლილებები ვერ  მოხდება, არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რომლითაც ტარდება ათეული წლების განმავლობაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში