“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ქრონოლოგია აჭარის მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებზე

19 ივნისი 2020, 12:00 1619 ნახვა

„ქართული ოცნების“ მიერ აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობის ქრონოლოგია-კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო  აქვეყნებს. ქრონოლოგია მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით იწყება და გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ სხვადასხვა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნასა და პოზიციის შეცვლას ასახავს.

კვლევაში  მოყვანილია სხვადასხვა დროს აჭარის ტელევიზიის მხარდამჭერის მიზნით გამართული  აქციები.

მესამე სექტორის მიერ წარმოდგენილ ამ ქრონოლოგიას არ ეთანხმება მაუწყებლის მენეჯმენტი. ემზარ პაქსაძე აცხადებს, რომ ფაქტები ცალმხრივია და მაუწყებელი გეგმავს მიმართოს ორგანიზაცას და წარუდგინოს კონტრარგუმენტები. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი