იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

19 ივნისი 2020, 19:56 1403 ნახვა

1 საათიანი განხილვის შემდეგ, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს. უმრავლესობის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს "ქართული ოცნების" 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს. პროექტის მხარდაჭერა დაადასტურეს ასევე "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებმა. მათი განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებას პლენარულ სხდომაზე ფრაქციის 7-ივე წევრი დაუჭერს მხარს. სხდომას არ ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში