20-21 ივნისის მოვლენებისა და „გავრილოვის ღამის“ გასაპროტესტებლად აქცია იგეგმება ბათუმშიც. პროტესტის მონაწილეები სიმბოლურად დღის ბოლოს ევროპის მოედანზე შეკრებას აპირებენ. გაიხსნებენ 20 ივნისის მოვლენებს და მთავრობის გადაწყვეტილებებს შეაფასებენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის,“ალტერნატივას“ წარმომადგენლის თქმით, საპროტესტო შეკრებას სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკური ჯგუფებიც შეუერთდებიან, მთავარი გზავნილი კი იქნება “რუსეთი ოკუპანტია“. ორგანიზატორების განცხადებით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით აქცია ფიზიკური დისტანციის დაცვით ჩატარდება.