პრემიერის წლიური ანგარიში

26 ივნისი 2020, 15:07 1018 ნახვა

საათზე მეტია პრემიერ-მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს ისმენს, დაახლოებით ამდენივე დრო კი გიორგი გახარიამ  სამთავრობო უწყებების ერთწლიანი მუშაობის შეჯამებას მოანდომა. მთავრობის მეთაურის  მოსმენა პარლამენტში მცირედი ხმაურით დაიწყო, რაც პროცედურულ საკითხს მოჰყვა. საბოლოოდ დამოუკიდებელმა დეპუტატმა  ბიძინა გეგიძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

რაც შეეხება ერთ წლიან ანგარიშს, პრემიერმა ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. თქვა,  რომ  ის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო პროგრამის დამტკიცების დროს იყო წარდგენილი განხორციელების ფაზებშია.

პრემიერ-მინსიტრმა დღეს ევროპელ პარტნიორებს  კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის მადლობაც გადაუხადა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში