შაქარაშვილის საქმე - ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

11 აგვისტო 2020, 18:12 364 ნახვა

საქმეზე პროკურატურამ ბრალი 5 დაკავებულს დაუმძიმა, მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

გარდა ამისა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ამავე ძალადობაში მონაწილეობისათვის, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 12 პირი. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 10 წლამდე.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა "ტოიტა ქამრის" მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში