სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში საქართველოს ელჩი გაემგზავრა - საგარეო უწყება

17 აგვისტო 2020, 11:20 1338 ნახვა

ბელარუსში საქართველოდან განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით საგარეო უწყება განმარტებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში სამთავრობო თვითმფრინავით საქართველოს ელჩი გაფრინდა.

''ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მ.წ. 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში. ბოლო დღეებში ბელორუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

გამომდინარე იქიდან რომ ბელორუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. 

''შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელორუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად.

იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში