ნადირობის სეზონი გაიხსნა

22 აგვისტო 2020, 12:38 1990 ნახვა

დღეს ნადირობის სეზონი გაიხსნა. მონადირეები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. რეკომენდაციის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონისთვის ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ ცხოველებსა და ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა.

ჩვეულებრივი გვრიტის სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე. შეიცვალა ტყის ქათამზე ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან  1 მარტამდე პერიოდით. მონადირეთა პრობლემების ინტენსიური გაშუქებისთვის აჭარის მონადირეთა კავშირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას სპეციალური თასი გადმოგვცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში