ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი აღარ არის

01 ნოემბერი 2025, 11:18 188 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორის პოზიცია დღეიდან ვაკანტურია,  ნუკრი ქანთარიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია აჭარის კულტურის სამინისტროს პრესცენტრში დაგვიდასტურეს, თუმცა არ გვითხრეს ნუკრი ქანთარიამ თანამდებობა  საკუთარი სურვილით დატოვა თუ გაათავისუფლეს?

ვინ დაიკავებს თეატრის დირექტორის თანამდებობას ჯერჯერობით უცნობია - სატელეფონო ზარს თავად ბათუმის დრამატული თეატრის ყოფილი დირექტორი  არ პასუხობს.

ცნობისთვის ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას 2025 წლის სექტემბრიდან  ითხოვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე