სახელმწიფო მინისტრმა აშშ ელჩს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო

27 აგვისტო 2020, 10:31 1108 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მათივე ცნობით, პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანადგომასთან ერთად, აღინიშნა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისკენ, ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში