პოლიციამ ბრალდებულის სახლში 10 ძირი კანაფის ნერგი იპოვა - შსს

04 სექტემბერი 2020, 13:39 3216 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით კასპში ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 14 აბი ამოიღეს.

ასევე, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ 10 ძირი ნარკოტიკული მცენარე კანაფის ნერგი აღმოაჩინა.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ფოტო: სოციალური ქსელიდან

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში