უხვი ნალექის გამო ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
სოფელ ლაშიჭალაში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე