შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

23 სექტემბერი 2020, 17:18 1570 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და ტაჩკენტის "ფახთაგორის" მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურა. ამის შესახებ პირველად ინფორმაცია უზბეკურმა მედიამ გაავრცელა და სტატიაში საუბარი იყო, რომ არველაძეს ასთმა აქვს და შესაძლოა კორონავირუსმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმოს.

შოთამ დაადასტურა, რომ ნამდვილად დაუდგინდა კოვიდ-19, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ ჰქონია. 

"სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის" - დაწერა შოთა არველაძემ "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდზე.

არველაძის "ფახთაგორი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, სადაც ირანულ "შაზრით ხურდუსთან" უნდა ითამაშოს.

შოთა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა, თუმცა ვირუსის დადასტურების შემდეგ ის სასტუმროს ნომერშია იზოლირებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში