ადვოკატ რამიშვილის საქმე

23 სექტემბერი 2020, 20:12 101 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატების  მიხეილ რამიშვილისა და ეკა კობესაშვილის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურორმა დავით გუმბერიძემ განცხადა რომ, მიხეილ რამიშვილის მიმართ დაისვა ყველა კითხვა, რომელიც მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებულ საქმეს ეხებოდა.

მისივე თქმით, გამოკითხვა დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა, რადგან მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხის არიდებას.თავად  რამიშვილი აცხადებს რომ მან ყველა კითხვაზე პასუხი გასცა, რაც საჭიროდ ჩათვალა. დანარჩენს კი გადაწყვეტს პროკურატურა, რა იყო მნიშვნელოვანი და რა უმნიშვნელო. მისივე თქმით, პროკურატურის კითხვები ეხებოდა მის მიწერ- მოწერას დავით ფურცხვანიძესთან. პროკურატურამ გამოძიება  მტკიცებულებების ფალსიფიცირების საქმეზე დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში