ეუთოს უსაფრთხოების ფორუმზე ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო წვრთნები დაგმეს

24 სექტემბერი 2020, 11:21 317 ნახვა

საქართველოს დელეგაცია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო წვრთნების ჩატარებას  გმობს - ამის შესახებ ქართულმა მხარემ ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე განაცხადა.

საქართველოს დელეგაციამ  ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევა.  ს

აკითხზე  განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციებმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში