საპარლამენტო არჩევნებისთვის 1118 უბანია ადაპტირებული

24 სექტემბერი 2020, 14:27 438 ნახვა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის  1 118 საარჩევნო უბანია ადაპტირებული. აქედან აჭარაში - 137. 

ცესკოს ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე cesko.ge საარჩევნო რუკის ბანერი განახლდა,  სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ პირს სხვა ინფორმაციასთან ერთად უკვე შეუძლია დეტალური ინფორმაცია მიიღოს კონკრეტული ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული უბნის შესახებ, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი ფოტო მასალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში