ევროპული საქართველო: დაწესებული რეგულაციები ეპიდვითარების არასწორი მართვის შედეგია

25 სექტემბერი 2020, 11:04 163 ნახვა

,,ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა და დაწესებული ახალი რეგულაციები ხელისუფლების მხრიდან ეპიდვითარების არასწორი მართვის შედეგია“- ეს განცხადება, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, ,,ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა. 

ვახტანგ კალოიანი კი ხელისუფლებას ჯანდაცვის სისტემას უწუნებს. მისი შეფასებით, არასწორი  მენეჯმენტის გამო დარგი  6 თვის შემდეგაც  გაუმართავია. თქვა, რომ მედპერსონალს რისკის ქვეშ, არასათანადო ანაზღაურებით უწევთ მუშაობა.  მმართველ გუნდში როგორც აცხადებენ ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში