თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება

29 სექტემბერი 2020, 21:01 1469 ნახვა

2020 წლის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ, სამინისტროს 8-წლიანი ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. 

თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია. საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს და საარჩევნო კამპანიაში უნდა ჩაერთოს.

„ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს 8-წლიანი ანგარიშის წარდგენისას.

თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში