ქობულეთის "შუქურა" გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია

30 სექტემბერი 2020, 17:09 1416 ნახვა

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში ქობულეთის "შუქურამ" მორიგი შეხვედრა მოიგო. მე-11 ტურის შეხვედრაში "შუქურამ" საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალი" მიიღო და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ვეტერანმა დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა.

11 ტურის შემდეგ ქობულეთის "შუქურას" 24 ქულა აქვს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. მეორე ადგილზე მყოფი ბოლნისის "სიონი" "შუქურას" 7 ქულით ჩამორჩება.

შემდეგ შეხვედრა 4 ოქტომბერს ზუგდიდში ადგილობრივი "ზუგდიდის" წინააღმდეგ გაიმართება. 

 

 

 

 

 

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში