ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის სამძიმარი

04 ოქტომბერი 2020, 12:37 1025 ნახვა

ჯოჭოში, 14 წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმარს გამოთქვამს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია. ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა,  ციტატა: ,,საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს პატარა ძალოსნის და მისი მშობლების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, რომლებიც ხელვაჩაურში საკუთარ სახლში მეწყერმა მოიყოლა“. 

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი ბიჭი სპორტის ამ სახეობაში საკმაოდ წარმატებული იყო და მის სახელს და გვარს არაერთი ჯილდო   უკავშირდება. ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაკარგული მოზარდი მაშველებმა გუშინ, დღის მეორე ნახევარში იპოვეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში