ბიუჯეტის პროექტს დღეს ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ განიხილავენ

13 ოქტომბერი 2020, 12:08 949 ნახვა

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა  ფრაქციების ფორმატში გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს "ქართული ოცნების" წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარუდგენს. წინასწარი ვარიანტის მიხედვით, გათვალისწინებულია პედაგოგთა ნაწილის ხელფასების ზრდა, ასევე პენსიებთან დაკავშირებული ახალი სისტემა, რაც ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციაზე იქნება მიბმული. ამ ეტაპზე 2021 წლის ბიუჯეტში ასახული არ არის „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აღნიშნული ხარჯები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში აისახება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი