კოვიდ სტატისტიკა აჭარაში

16 ოქტომბერი 2020, 11:06 1366 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა ორი პაციენტი,  გამოჯანმრთელდა 169 კოვიდდადებითი პირი.

​სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 63 წლის კაცი და 55 წლის ქალი. 

რეგიონის Covid კლინიკებში  567 პაციენტი მკურნალობს, 15 არასრულწლოვანი და 26 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია  55 მოქალაქე. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე თავისუფალია 46 საწოლი. 

Covid სასტუმროებში რჩება 822 პირი, არასრულწლოვანი - 76. აჭარაში ბინაზე 1200-მდე პირი იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში