სკოლების ნაწილი, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ - ჩხენკელი

20 ოქტომბერი 2020, 11:50 1048 ნახვა

მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული დროებით დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ-ამის შესახებ განათლების მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი არჩევნებისთვის მომზადებაა.

„როგორც იცით, საარჩევნო უბნები განთავსებულია ზოგიერთ სკოლაში. არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით ის სკოლები, სადაც არის საარჩევნო უბნები, გადავლენ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის დროებითი მხოლოდ იმ სკოლებისთვის, სადაც საარჩევნო უბნებია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში