მოქალაქეს გამოსახლება ემუქრება

23 ოქტომბერი 2020, 20:42 821 ნახვა

ბათუმში, ანგისის ქუჩის 11-ში მცხოვრები რომან დუმბაძე სამართალდამცავ უწყებებსა და საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს. ამბობს, რომ საკუთარი სახლიდან გამოსახლების შესახებ აღსრულების ბრძანება ორჯერ მიუვიდა. მისი განმარტებით, საკუთრების უზრუნველყოფით სესხი მისმა ნათესავმა ისე გამოიტანა რომ მას ინფორმაცია არ ჰქონდა და არც თანხმობაზე მოუწერია ხელი. გადაუხდელობის გამო კი რომან დუმბაძესა და მის ძმას სახლიდან გამოსახლება ემუქრებათ. მსესხებელი ლიანა დუმბაძე ამბობს, რომ სესხის გადახდა მხოლოდ მას შემდეგ გაუჭირდა რაც 75 ათასი დოლარიდან გადასახდელი 10 ათასი დოლარი დარჩა, ბანკმა კი ჯარიმებით დავალიანების თანხა სამჯერ გაუძვირა.

ლიანა დუმბაძე ვალის გადახდას აპირებს, თუმცა სახელმწიფოსგან შუამდგომლობას და სესხის ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. აღსრულების ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ გამოსახლება პანდემიის პირობებში შეჩერებულია, თუმცა პროცედურები დავის არსებობის შემთხვევაში ისევ მიმდინარეობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში