ჰუმანიტარული ზავი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

26 ოქტომბერი 2020, 11:52 1072 ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის  დღეს ჰუმანიტარული ზავი ამოქმედდა, მხარეებს შორის საომარი მოქმედებები არ წყდება. შეთანხმების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე  გამოქვეყნებულ აშშ-ის, აზერბაიაჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაში იყო ნათქვამი.

ზავის დადებიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საომარი მოქმედებები კვლავ გაგრძელდა და ზავის დარღვევაში აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს .აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის დანაყოფზე საარტილერიო შეტევა ლაჩინის მხრიდან განახორციელეს.

მედია ასევე აღნიშნავს, რომ არმიის ერთ-ერთი დანაყოფი სოფელ საფიანში იყო განლაგებული. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება კი აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს კვლავ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმებში ადანაშაულებს.სომხური მედია წერს, რომ იერიშის შედეგად, დაინგრა შენობები და მაღაზიები, დაზიანდა გაზსადენი, დაიწვა

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში