ქართული ოცნება ოპოზიციას პროვოკაციების მომზადებაში ადანაშაულებს

27 ოქტომბერი 2020, 17:42 1050 ნახვა

ქართული ოცნება ოპოზიციას პროვოკაციების მომზადებაში ადანაშაულებს.  თეა წულუკიანის  თქმით, ოპონენტები საარჩევნოდ მიზანმიმართულად ყალბი დარღვევებით მანიპულირებას შეეცდებიან. მმართველი პარტიის სიის მეოთხე ნომერმა დღეს ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. წულუკიანის თქმით, 139 რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 ოპოზიციურ პარტიებთან არის დაკავშირებული.  ქართული ოცნების განცხადებით, დაკმვირვებლად რეგისტრირებულია ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი, ასევე ერთ ერთი ორგანიზაციის დამფუძნებელი მისი თქმით დიმიტრი შაშკინია. გამორიცხავს თუ არა მმართველი გუნდი, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამფუძნებლები შესაძლოა ასევე ხელისუფლებასთან იყოს აფელირებული, ამაზე მათ კონკრეტული პასუხი არ აქვთ. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ წულუკიანის განცხადება კომიკურია. დიმიტრი შაშკინის თქმით, ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში უკანონო არაფერია და მისი ორგანიზაცია 2014 წლიდან ფუნქციონირებს რაც საჯარო

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში