4 დაღუპული და 15 დაჭრილი - თავდასხმა ვენაში

03 ნოემბერი 2020, 10:13 968 ნახვა

ვენაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 3 მოქალაქე და ერთი თავმდამსხმელი.

დაჭრილთა რაოდენობა კი 15-მდე გაიზარდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ვენაში პოლიციის ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები ერთ თავდამსხმელს ეძებენ.

ქვეყანაში  გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

თავდასხმა ვენაში გუშინ, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა.

ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერაქტად აფასებს.

ავსტრიაში საქართველოს საელჩო ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს.

"ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, სპეცოპერაციის დასრულებამდე თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩნენ სახლში.

საჭიროების შემთხვევაში, საელჩოსთან დაკავშირება შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში ცხელი ხაზის ნომერზე:

+43 676 3259839"-წერია საელჩოს განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში