სირცხვილის კორიდორი და ამომრჩევლის ძალდატანებით მიყვანა უბანზე - ურთიერთბრალდებები

17 ნოემბერი 2020, 15:01 809 ნახვა

მმართველი გუნდი საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მიყვანას 21 ნოემბერს ძალდატანებით გეგმავს - ირწმუნებიან ნაციონალურ მოძრაობაში და განცხადების პარალელურად ასაჯაროვებენ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც მათივე მტკიცებით, აგიტატორი  მოქალაქეს მოუწოდებს მხარი რესან კონცელიძეს დაუჭიროს და ამას შესაბამისად აღრიცხავს კიდეც.

ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე ირწმუნება, რომ ასეთ დავალებებს აგიტატორებს მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი - არჩილ ჩიქოვანი აძლევენ. ამასთან ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ სირცხვილის კორიდორში გაატარებენ პარტიულ ლიდერებს მმართველი გუნდიდან და მათ საარჩევნო უბნებთან დისკომფორტს შეუქმნიან.

''ქართულ ოცნებაში'' ე.წ სირცხვილის კორიდორს ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ. ტიტე აროშიძის განცხადებით, მოწყობის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

დეპუტატობის  კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში საეჭვოდ მიიჩნევს ოპონენტების მიერ გასაჯაროვებულ ავთენტურობა დაუდგენელ   ჩანაწერს და აცხადებს, რომ მასში არ იკვეთება შანტაჟი ან ძალდატანება ამომრჩეველზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში