პომპეოს ვიზიტი - ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის გამოხმაურება

19 ნოემბერი 2020, 10:54 1143 ნახვა

პომპეოს ვიზიტი თბილისში წარმოადგენს როგორც "საპატიო წრეს", ისე შესაძლებლობას” - ამ სათაურით სტატიას ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ვებგვერდი აქვეყნებს. რაშიც საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. სტატიის ავტორების შეფასებით, პომპეოს ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერის განმტკიცებას ასახავს.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, რეგიონში მომატებული არასტაბილურობის ფონზე ამერიკა-საქართველოს კავშირების შემდგომი განმტკიცება თავდაცვის სფეროში აუცილებელია და ამას კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა, ტრამპის ადმინისტრაციის წასვლის შემდეგაც დასჭირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში